26 აპრილი 2024,   11:33
ვრცლად
სტიქიის შედეგები აჭარაში - დილიდან მიმდინარეობს სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები

სტიქიამ პრობლემები შექმნა აჭარაში. ბათუმში, ძლიერი ქარის გამო სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის ნაწილი სახურავის გარეშე დარჩა. არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა შენობის ფასადი და ფანჯრები.

ჩამოვარდნილი თუნუქი ასევე ეზოში გაჩერებულ ერთ მანქანას დაეცა.

ორი დღის შტორმის შედეგად ბათუმის სანაპიროზე ზღვამ დიდი რაოდენობის ხე-ტყე გამორიყა. დილის 6 საათიდან მიმდინარეობს სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები.

დღის ამბები