30 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
მწვავე პოლიტიკური კრიზისი კატალონიაში - მოსახლეობა ორადაა გაყოფილი

ესპანეთის პრემიერმინისტრის მიერ კატალონიის ხელისუფლების დათხოვნის ბრძანებას ავტონომიური რეგიონის ლიდერი არ ემორჩილება და ბრძანების შესრულებას არ აპირებს.

კარლეს პუჩდემონმა უფლებამოსილების გადაბარებაზე უარი თქვა და კატალონიაში დემოკრატიული წინააღმდეგობის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

დღეს მადრიდის თითქმის ყველა შენობის აივანზე სახელმწიფო დროშა გადმოფინეს, რითაც ესპანელებმა ქვეყნის ერთიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.  

ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისის გამო, ორადაა გაყოფილი თავად კატალონიის მოსახლეობა.

მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად, ოფიციალურ მადრიდს მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისო გაერთიანება. კატალონიის დამოუკიდებლობას არც ევროკავშირში, არც ნატო-სა და აშშ-ში ცნობენ.

კატალონიის გადაყენებული ლიდერების ბედი ახლა მათ შემდგომ ნაბიჯებზეა დამოუკიდებული. კარლეს პუჩდემონს, შესაძლოა, უფლებამოსილების უკანონოდ შესრულებაში დასდონ ბრალი და სამ წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ.

დღის ამბები