08 მაისი 2024,   10:30
ვრცლად
უკრაინის ვიცე პრემიერი პავლო როზენკო სოზარ სუბარს შეხვდა

უკრაინის ვიცე პრემიერი პავლო როზენკო სოზარ სუბარს შეხვდა. დევნილთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ვიცეპრემიერსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა და მიმდინარე პროექტები გააცნეს.

უკრაინის დელეგაციის წევრებმა სამინისტროში არსებული „მისაღები ცენტრიც“ დაათვალიერეს და ყველა იმ მომსახურების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც ცენტრის თანამშრომლები დევნილებს უწევენ.

„ჩვენ ვაჩვენებთ ჩასახლებებს, სადაც დევნილები ცხოვრობენ და რა პირობებში ცხოვრობენ. ვეტყვით, რა შეცდომები იქნა დაშვებული წლების განმავლობაში და სასურველი იქნება, რომ უკრაინამ ეს შეცდომები არ გაიმეოროს. ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და უნდა ვთქვა, რომ პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, რომლის წარმომადგენლებიც აფხაზეთის ომის დროს იბრძოდნენ ჩვენს გვერდით,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.

უკრაინის ვიცე პრემიერმა პავლო როზენკომ კი, საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

დღის ამბები