26 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ტოივო კლაარი
დაინიშნა.

ესტონელი დიპლომატი გერმანელ ჰერბერტ ზალბერს შეცვლის, რომელსაც ეს პოსტი 2014 წლის ივლისიდან ეკავა.

თავად ტოივო კლაარსაც აქვს საქართველოში მუშაობის გამოცდილება. 2013-2014 წლებში ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

ტოივო კლაარი ევროკავშირის სახელით ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეც იქნება და მოლაპარაკებებშიც მონაწილეობას მიიღებს. 

დღის ამბები