08 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
"ენმ"-ის ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიის წევრებს შეხვდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები ესწრებოდნენ. პარტიის წევრებმა 2017 წლის არჩევნების შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

“მიუხედავად წარმოუდგენელი მასშტაბის გაყალბებისა, "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან სოლიდურად არის წარმოდგენილი თვითმმართველობებში და დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება სამუშაო სტრატეგიის შემუშავებას და იმ სამოქმედო გეგმის დასახვას, რომლის მიხედვითაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა წარმართოს საკუთარი საქმიანობა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მოვატანინოთ "ქართულ ოცნებას" საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

შეხვედრა IRI-ის ორგანიზებით ჩატარდა. გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მსგავსი ტიპის შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოში გამართეს. 

დღის ამბები