08 მაისი 2024,   18:40
ვრცლად
შტურმი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - მორიგი ექსკლუზიური კადრები 

მორიგი ექსკლუზიური კადრები - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის კადრებს "კურიერი", სპეციალურად 1 საათის დაგვიანებით ავრცელებს. 

კადრებში ჩანს სავარაუდოდ ის ბინა, სადაც სავარაუდო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ცხოვრობდნენ.

ეს არის საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართული, საიდანაც ამ წუთებში კვამლი გამოდის, ჩამსხვრეულია საცხოვრებელი ბინის ფანჯრები.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ ღამის 11 საათზე დაიწყო და ის ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სპეცოპერაციისას დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, ასევე განხორციელებულია კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია. 

დღის ამბები