26 აპრილი 2024,   11:36
ვრცლად
ბათუმში საფრანგეთის სამხედრო ხომალდი შემოვიდა

თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს ბათუმში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ფრეგატი "გეპრატი" შემოვიდა. ბათუმის ნავსადგურში დახვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

სამხედრო ხომალდის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ყვინთვის, ძებნა-გადარჩენის, ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ერთობლივი სწავლებები, ქართველ მეზღვაურებთან ერთად.

"გემმა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ლიბიაშიც შეასრულა მისიები. ფრეგატის ვიზიტი განიხილება საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,” - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პასკალ მონიემ.  

დღის ამბები