28 აპრილი 2024,   18:41
ვრცლად
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსი ექსპერტებმა შეისწავლეს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსი, ექსპერტებმა შეისწავლეს. ადგილზე თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, პირველი და მეორე კორპუსები დაზიანებულია და ჩამტვრეულია კარები და ფანჯრები, თუმცა ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

რაც შეეხება მესამე სადარბაზოს, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ, ექსპერტებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. ცოტა ხნის წინ სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებიც. 

“ვიზუალური დათვალიერებითაც ირკვევა, რომ გარკვეული პრობლემები შესაძლოა ჰქონდეს მეორე სადარბაზოსაც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დაიდოს ექსპერტიზის დასკვნა, რომ იქ ადამიანები ცხოვრობენ რამდენად უსაფრთხოა და ასევე უმოკლეს ვადაში, ეფექტურად მოხდეს იმ ადამიანების დახმარება რომლებიც ცხოვრობდნენ იმ სადარბაზოში სადაც ეს დაჯგუფების წევრები იყვნენ“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

 

დღის ამბები