28 აპრილი 2024,   01:18
ვრცლად
ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ - ოპოზიცია კანდიდატს ხმაურიან გადაწყვეტილებებს და ინიციატივებს ახსენებს

„ქართულმა ოცნებამ“ ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად  წარადგინა. პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში ის ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ევა გოცირიძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მოსამართლეობის კანდიდატი ამბობს, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად, ხანმოკლე კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა.  

ევა გოცირიძეს დღე იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. ის დეპუტატებისთვის იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ მისი მთავარი სახელმძღვანელო პრინციპები ობიექტურობა და კანონის უზენაესობა იქნება. ამაში ევა გოცირიძემ ოპოზიციის დარწმუნება ვერ შეძლო. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ევა გოცირიძეს პირადად განუმარტეს მიზეზები, რის გამოც მას მხარს არ დაუჭერენ. მათ შორის არის გოცირიძის ხმაურიანი ინიციატივა გამოხატვის თავისუფლებისა და კრიტიკის დასაშვები ზღვარის დაწესების შესახებ. ეს საკითხი ევა გოცირიძემ იუსტიციის საბჭოში ყოფნის დროს მაშინ დააყენა, როდესაც „რუსთავი 2“-ის საქმის გამო სასამართლო მწვავე კრიტიკის ობიექტად იქცა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები