26 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას თორნიკე ერისთავის ქუჩაზე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თორნიკე ერისთავის ქუჩაზე - ავტომობილი, რომელმაც სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 და გარდაიცვალა 1 ახალგაზრდა. 

როგორც "რუსთავი 2-ს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მანქანაში მჯდომი ერთ-ერთი გოგონა შეჯახებისას ავტომობილიდან გადმოვარდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, რომ დაშავებულებიდან 4 გადაყვანილია ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში, 1 ყოფილ მე-8-ში. 1 კი - თბილისი ცენტრალში. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

როგორც შსს-ში "რუსთავი2"-ს განუცხადეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დღის ამბები