26 აპრილი 2024,   11:34
ვრცლად
ნატო საქართველოს წევრობასთან უფრო მეტად მიახლოებისთვის დაეხმარება

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს კვლავ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ. ამის შესახებ საუბარია ალიანსის განცხადებაში, რომელიც მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ნატოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

მასში ნათქვამია, რომ ალიანსი კვლავაც დაეხმარება საქართველოს წევრობასთან უფრო მეტად მიახლოებისთვის.

ნატო კვლავაც შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართ და მოსკოვს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები