28 აპრილი 2024,   15:27
ვრცლად
"სემეკი" დღეიდან სატარიფო განაცხადების განხილვას იწყებს

სემეკი დღეიდან სატარიფო განაცხადების განხილვას იწყებს. გაიზრდება თუ არა დენისა და წყლის ტარიფები ახალი წლიდან - ენერგო კომპანიები ამ საკითხზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა პროცესი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაშიც სწორედ წლის ბოლოსთვის ფიქრობენ, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას.

დენის ტარიფებთან ერთად, საუბარი "სემეკში" იქნება წყლის საფასურზეც. ტარიფის ცვლილების შესახებ განაცხადი კომპანიებმა "სემეკში" რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. მათი განმარტებით, მოთხოვნას ლარის კურსთან კავშირი არ აქვს.

დღის ამბები