26 აპრილი 2024,   11:41
ვრცლად
გუჯაანში საზეიმო კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება

მეორე დღეა, საახალწლო სამზადისია გურჯაანში. დილიდან გადაკეტილია ნონეშვილის ქუჩა, სადაც საახალწლო ქალაქია მოწყობილი და დღის მთავარი ღონისძიებებია დაგეგმილი.
სპეციალურად განლაგებულ პავილიონებში სტუმრებს ტკბილეულისა და ადგილზე წარმოებული ნობათის დაგემოვნება შეეძლებათ. საზეიმო კონცერტი კი საღამოს 19:00 საათიდან დაიწყება და დილამდე გაგრძელდება.

კახეთის გარდა, ახალი წლის სამზადისი მიმდინარეობს სხვა რეგიონებშიც.

2018  წელს მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეხვდება აჭარა. ბათუმში გალა კონცერტი 23:00 საათზე დაიწყება.  მასში ანსამბლი „ბათუმი“, ვაჟა ტუღუში, სოფო ხალვაში, ნიკო და გიორგი ბერიძეები და სხვა მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. პირველის ნახევარზე კი საახალწლო პროგრამა ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტით გაგრძელდება. გალა კონცერტამდე ევროპის მოედანზე მისულ ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს აკრობატი სანტების მონაწილეობით საცირკო წარმოდგენა ელით. გაიმართება ცეცხლოვანი შოუც.

ქუთაისში კი საახალწლო კონცერტი ბათუმზე უფრო ადრე დაიწყება. ქუთაისელებს
ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მერია 21:00 საათზე ელოდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული მომღერლები. შეკრებილებს მიმართავს ქალაქის მერიც. ზუსტად 00:00 საათზე ფოერვერკებს გაუშვებენ. სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქში ერთი კვირა გაგრძელდება. ქუთაისის ცენტრში ბავშვთა ქალაქიც გაიხსნა. აქ თოვლის ბაბუა პატარებს საჩუქრებს დაურიგებს, ქუთაისში მოეწყობა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც.

ახალი წლის ღამის კონცერტის გარეშე ჩაივლის 31 დეკემბერი ფოთშიც. ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ფოთში დღესასწაულის აღნიშვნა უკვე მეორე წელია პირველი იანვრიდან იწყება და 7-ის ჩათვლის გრძელდება. ღონისძიებები ძირითადად ფოთის თეატრში გაიმართება. ადგილობრივი თეატრალური და საბავშვო სტუდიები სხვადასხვა სანახაობებს გეგმავენ. პარალელურად, რამდენიმე აქცია გაიმართება მზრუნველობა მოკლებული პატარებისთვის. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 ათასი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

დღის ამბები