23 სექტემბერი 2018,   13:33
ვრცლად
საქართველოს ხელისფულება თავშესაფრის მიცემაზე უარს ყველაზე ხშირად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს ეუბნება

საქართველოს ხელისფულება თავშესაფრის მიცემაზე უარს ყველაზე ხშირად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს ეუბნება - დასკვნას ამის შესახებ IDFI 5 წლის სტატისტიკის დაჯამების შემდეგ აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი - ჯამში ამ ქვეყნებიდან 202-მა ადამინმა სთხოვა საქართველოს ლტოლვილის სტატუსი იმ მოთხოვნით, რომ საკუთრ ქვეყანაში იდევნებოდა.

საქართველომ მათგან მხოლოდ 5 ადამიანს უთხრა ”კი”. კვლევის ავტორები სისტემის ხარვეზებზე საუბრობენ. სტატისტიკური შედეგები მათ ეჭვს უჩენს, რომ უსაფრთხოების მოტივით უარს მიღმა პოლიტიკური გადაწყვეტილება დგას.  

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი IDFI-ის კვლევას არაკვალიფიციურს უწოდებს. ამბობენ, რომ სისტემას ხარვეზები არ აქვს და ყველა გადაწყვეტილება ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღება.

მინისტრის ამ განაცხადების მიუხედავად, არასამთავრობო სექტორი, ვისაც საკითხთან უშუალო შეხება აქვს, ამბობს, რომ ლტოლვილთა სტატუსზე უარი ხშირად დაუსაბუთებელია და სისტემური ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაუსაბუთებლი უარები და გახმაურებული საქმეები ამ კუთხით ქვეყანას საერთაშორისო სასამართლოებში დავებად და იმიჯის შელახვად დაუჯდება.

დღის ამბები