01 მაისი 2024,   07:50
ვრცლად
ყოფილი თანაკლასელების დაჭრისთვის დაკავებულ მოზარდთან წინასწარი დაკავების იზოლატორში სამხარაულის ბიუროს ექსპერტები მივლენ 

ყოფილი თანაკლასელების დაჭრისთვის დაკავებულ მოზარდს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელებს. ამ წუთებში კი, წინასწარი დაკავების იზოლატორში ექსპერტებს ელოდებიან, რომ დაადგინონ, დაკავებულს თავად ხომ არ აქვს დაზიანებები მიყენებული. პროცესს მოზარდის მამა და ადვოკატი დაესწრებიან.

დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ მათთვის ჯერჯერობით უცნობია ბრალის ზუსტი ფორმულირება.

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ადვოკატის განცხადებით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და ნანობს ჩადენილ დანაშაულს.

„ის არის ძალიან შეწუხებული, არის პრაქტიკულად პანიკურ მდგომარეობაში. არის არასრულწლოვანი და ძალიან შეშინებულია, ასევე ძალიან ნანობს რაც მოხდა, თანამშრომლობს გამოძიებასთან, დანაშაულის იარაღი მან თავად მიუთითა სამართალდამცავ ორგანოებს და ყველაზე კარგი რაც არის, არის ის, რომ დაზარალებული ბავშვები არიან კარგად,“ - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

წითელ ბაღში სისხლიანი გარჩევა ორი დღის წინ მოხდა, მიზეზი სკოლის ბანკეტი გახდა. 

რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის ორი მოსწავლე ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. მათ მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად თვლიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები