26 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტი - დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ პრეზიდენტის ვეტოს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე მსჯელობდნენ. კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო. 

კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა ჩატარდა, სადაც 4 მომხრე და 4 წინააღმდეგი იყო.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ანა ნაცვლიშვილმა წარადგინა. სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ ვეტოს გაზიარებას არ აპირებს. კაკულია ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ პრეზიდენტის მიერ მოტივირებულ შენიშვნებში შესყიდვების ნაწილი არ მოსწონს, სწორედ აქედან გამომდინარე, ის ამბობს, რომ ვეტოს გაზიარებას მხარს არ დაუჭერს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კანონპროექტის პირველად ვერსიას მხარი არ დაუჭირა. 

„მე პირადად არ ვაპირებ თვითონ ვეტოს გაზიარებას მხოლოდ ერთადერთი მიზეზი გამო, იმიტომ რომ მე რომ ვეტო გავიზიარო, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დავეთანხმო იმას, რომ კანონმდებლობაში სტარტაპების არსებობა არის დასაშვები,“ – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

კაკულიას ამ განცხადებას მცირე კამათი მოჰყვა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის მხრიდან და აღნიშნა, რომ ის ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერს.  მისი თქმით, კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაწერილია.

„თქვენ იცით თუ არა რომ ამ კანონპროექტის ავტორი ბრძანდებით თქვენ? ანუ თქვენ კანონპროექტი დაწერეთ და არ მოგწონთ. თქვენ კი არ დაგიწერიათ, დაწერა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მაუწყებელი გაიძულებთ, რომ ინიციატორი ყოფილიყავი, ეს არის სასაცილო. სუს-ის მიერ დაწერილი კანონი წარადგინეთ თქვენ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ზურაბ ჭიაბერაშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, არ დაძლიოს ვეტო.

დღის ამბები