21 სექტემბერი 2019,   05:32
ვრცლად
15 222 ხანძარი ერთ წელიწადში - 2012 წლიდან „თერგი“ მე-11 სავაჭრო ცენტრია, რომელიც დაიწვა

2012 წლიდან „თერგი“ მე-11 სავაჭრო ცენტრია, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა. ბაზრობის თანამშრომლები ელოდებიან გამოძიების პასუხს, რა გახდა ღამით ცეცხლის გაჩენის მიზეზი, რომელმაც მილიონობით ლარით დააზარალა და ერთადერთი შემოსავლის გარეშე დატოვა მათი ოჯახები.

ხანძრების რაოდენობამ 2017 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასული წლის განმავლობაში 15 222 ხანძარი მოხდა. რეკორდული იყო ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობაც. 2017 წელს დაიღუპა 79 და დაშავდა 244 ადამიანი. ხანძრისგან განადგურდა 543 შენობა-ნაგებობა.

ყველაზე ტრაგიკული, 2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძარი იყო, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ცეცხლი.

2012 წლიდან გუშინდელ დღემდე სულ 10 ბაზრობა იყო დამწვარი:

1. "ლილოს" ბაზრობა 2012 წლის 15 ნოემბერს დაიწვა; 

2. სავაჭრო ცენტრ "საბაში" 2013 წლის 26 თებერვალს გაჩნდა ხანძარი;

3. "ევროპარკი"  2013 წლის 17 ივლისს დაიწვა;

4. "ბოშათა" ბაზრობაში ხანძარი 2014 წლის 16 სექტემბერს გაჩნდა;

5. "ხოფას" ბაზრობაში ცეცხლი 2014 წლის 7 დეკემბერს გაჩნდა;

6. "ელიავას" ბაზრობა 2014 წლის 27 დეკემბერს დაიწვა;

7. "ისნის" ბაზრობაში ხანძარი 2015 წლის 21იანვარს გაჩნდა;  

8. "ელიავას" ბაზრობა 2015 წლის 4 აგვისტოს დაიწვა;

9. "შავი" ბაზრობა 2016წლის 2 აგვისტოს დაიწვა;  

10. „ბავშვთა სამყარო“ ხანძრის შედეგად 2017 წლის 29 იანვარს განადგურდა.

2018 წლის პირველი მარტიდან, სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების, სასტუმროებისა და ბენზინგასამართი სადგურების დაზღვევა სავალდებულო ხდება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები