26 აპრილი 2024,   11:34
ვრცლად
ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი დღეს იწყება

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი დღეს იწყება. დაგეგმილია ალექსანდრე ლუკაშენკოსა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, რა დროსაც სახელმწიფო მეთაურები ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებს,ასევე მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში შედგება ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია, რომელიც საქართველოსა და ბელარუსის რამდენიმე სახელმწიფო უწყებას შორის გაფორმდება. შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთანაც. ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის დროს თბილისში მინსკის დღეები და საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.

დღის ამბები