27 აპრილი 2024,   21:48
ვრცლად
სახე არ დაუფარავს, დატოვებულია ანაბეჭდები - ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელმა შემთხვევის ადგილზე მაიდენტიფიცირებელი კვალი დატოვა

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელმა შემთხვევის ადგილზე მაიდენტიფიცირებელი არაერთი კვალი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელმა კორპუსის გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერებს გვერდი აუარა.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის ”ახალი ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე ვარაუდობს,  მკვლელი არაპროფესიონალი იყო, რადგან მან ბევრი შეცდომა დაუშვა.

მათ შორის არის ანაბეჭდები მკვლელობის ადგილზე. ასევე, მას არ დაუფარავს სახე, შესაბამისად ძალიან ბევრმა ადამიანმა შეძლო მისი ფოტო რობოტის შექმნა.

„როგორც ჩანს არ იყო პროფესიონალი იმიტომ, რომ უამრავი შეცდომაა დაშვებული და ამას პოლიციელები ადასტურებენ. მაგალითად, დატოვებულია კვალი, დატოვებულია ანაბეჭდები, სახე არ დაუფარავს. ამდენმა ადამიანმა დაინახა . უკან გასასვლელი გზა დიდად არ ჰქონდა კარგად შერჩეული. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს დიდხანს ემზადებოდა იმიტომ, რომ ბინოკლიც დააგდოვო ვიღაცამ თქვა. რამდენჯერმე უცხო, ახალგაზრდა კაცი შეამჩნიეს მეზობლებმაც. მუშებმაც დაინახეს აქ მშენებლებმა ეს ადამიანი და მე მგონი მათაც გააკეთეს ეს ფოტორობოტი, დაახასიათეს როგორია ეს ახალგაზრდა,“-განაცხადა მამუკა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ის ვერ აკონკრეტებს უკავშირდება თუ არა ნუგზარ კახიძის მკვლელობა ბიზნეს დავას.

ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს. მას 4  ტყვია ესროლეს. მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ბიზნეს დავა სახელდება. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები