08 მაისი 2024,   21:56
ვრცლად
მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის კონგრესს და პრეზიდენტს კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის - გიორგი კვირიკაშვილი

"ეს არის, როგორც აშშ-ის კონგრესის, ისე ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და შემდგოში კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობის მკაფიო დასტური," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმად, აშშ კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას, რომლებმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარეს.

"მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის," - ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში. 

ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წლის ბიუჯეტის კანონში გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას, რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ამასთან, 2018 წლის ბიუჯეტში აშშ ზრდის საქართველოსადმი მხარდაჭერას ‎105 325 000 აშშ დოლარამდე.

კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი.

დღის ამბები