20 ივლისი 2024,   01:22
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი მიიღო. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება და რუსეთის ანექსიური პოლიტიკა განიხილეს.

დღის ამბები