24 ოქტომბერი 2024,   01:06
ვრცლად
"ოპოზიციას არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი არ აქვს - ჩვენს დღევანდელ შეკრებაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელ შეკრებაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა. მიისვე თქმით, ოპოზიციას არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი არ აქვს.

როგორც ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ოპოზიციას იმდენად მწირი რეიტინგი და მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან, რომ ისინი საკუთარ ორგანიზებულ აქციებზეც კი ვერ ბედავენ სცენაზე ასვლასა და საზოგადოების მიმართვას.

"ძალიან შთამბეჭდავი აქცია იყო ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, დიდი მუხტი იყო ამ აქციაზე. ეს იყო აშკარა განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რეალურად ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ამ არჩევნებზე. თქვენ იცით, რომ ჩვენი რეიტინგი დაახლოებით 60%-ია. ოპოზიციას შესაბამისი მწირი რეიტინგი აქვს. ეს ყველაფერი იძლევა იმაზე საუბრის შესაძლებლობას, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღესაც თვალნათლივ გამოჩნდა ის უდიდესი უპირატესობა, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას" ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით. რამდენიმე დღის წინ, მთელს ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება დაანონსებული და საბოლოო ჯმაში, რამდენჯერმე ნაკლები იყო ჩვენს შეკრებასთან შედარებით. ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგები ამ არჩევნებზე. ოპოზიციის შეკრებაზე კიდევ ერთი დეტალი იყო მნიშვნელოვანი, მათ ვერცერთი პოლიტიკოსის სცენაზე აყვანა ვერ გაბედეს. როდესაც შენ თვითონაც იცი, რამდენად მძიმეა შენი რეპუტაცია, ზოგადად, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველშიც კი ვერ გადიხარ და აქაც კი შიში გაქვს, რა შედეგზე უნდა გქონდეს პრეტენზია? მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ. დღეს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ შეკრებაზე, თუ სად დგას საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ის დგას მშვიდობის, ღირსებით ევროპისკენ სვლის, კეთილდღეობის მიღწევის მხარეს. ეს არის ქართველი ხალის არჩევანი და არა ის, რასაც გვთავაზობს ოპოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები