24 ოქტომბერი 2024,   02:04
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნის 13 მინისტრის განცხადებაზე: შეიძლება სერიოზული სკანდალი იყოს, რადგან არსად იძებნება ამ 13 ქვეყნის თუ ელჩის,განცხადება, ევროკავშირის საიტზე არ არის, ამის არანაირი წყარო არ არსებობს

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს საკითხზე ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივი განცხადების შესახებ, რომელიც "ინტერპრესნიუსმა" გამოაქვეყნა, გადაცემაში "იმედი LIVE" ისაუბრა.

მისი თქმით, ეს შეიძლება დიდი სკანდალი იყოს, რადგან გავრცელებული ინფორმაციის წყარო არ არსებობს.

"სერიოზული სკანდალი შეიძლება იყოს. ერთი უცნაური ამბავია, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ წინასწარ გეტყვით რაც ამ ეტაპზე ვიცი. არსად იძებნება ამ 13 ქვეყნის თუ ელჩის, განცხადება. ახლა ვარკვევთ პირველი სად დაიდო. რაც ჩვენ ვიცით რომელიღაც სააგენტოა პირველწყარო ამ განცხადების და ვინ მიაწოდა, რა მოხდა. ევროკავშირის საიტზე არ არის, თუ არ ვცდები, საფრანგეთის და გერმანიის საელჩოებს საქართველოში, იქაურს არც საგარეოს, არავის, არც რომელიმე დეპარტამენტს არ აქვს მსგავსი განცხადება, "ipn"-ის ლინკი უდევს ორ საელჩოს ამ ცამეტიდან, მე რაც ვიცი, დღეს რაც მოვიძიე. არანაირი წყარო ამის არ არსებობს. და რა ხდება, მოდი ერთად გავარკვიოთ. ეს უცნაურობა მოკლე დროში რატომ მოხდა?! 2-3 დღეა დარჩენილი, ვინ მოასწრებს მაგის გამოძიებას და მოდი ეს განცხადება შევაგდოთო."-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები