25 ივლისი 2024,   04:07
ვრცლად
ესპანეთის მიერ ძებნილი კატალონიელი პოლიტიკოსი შოტლანდიის პოლიციას ჩაბარდა

ესპანეთის მიერ ძებნილი კატალონიელი პოლიტიკოსი შოტლანდიის პოლიციას ჩაბარდა. რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე პროფესორი კლარა პონსატი საკუთარი ნებით გამოცხადდა ედინბურგის პოლიციაში, სადაც ის მადრიდის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.

ესპანეთის ხელისუფლება კლარა პონსატის ამბოხების ორგანიზებასა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავება. იგივე ბრალდება აქვს წაყენებული კატალონიის ყოფილ ლიდერს კარლეს პუჩდემონს, რომელსაც გერმანიაში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. კატალონიის პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა დადგენილებას, რომლის თანახმად კარლეს პუჩდემონს სრული უფლება ენიჭება კატალონიის მართვა გააგრძელოს.

დღის ამბები