20 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია იტალიაში - ძალოვანებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, იტალიის სპეცსამსახურები მასშტაბურ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ. ძალოვანებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის არიან უცხოელებიც.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ტურინში აიყვანეს. დაკავებული ამავე ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 23 წლის მაროკოელი ახალგაზრდაა, რომელსაც იტალიის მოქალაქეობა აქვს.

გამოძიება მას ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირს ედავება. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით 2015 წელს 2-წლიანი პირობითი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილმა ვებ-გვერდი შექმნა, სადაც ”ისლამური სახელმწიფოს” სოლიდარობას უცხადებდა და ტერორისტებს ევროპაში ტერაქტების მოწყობის გამო აქებდა. სამართალდამცველები მის მოკავშირეებს ეძებენ.

დღის ამბები