25 აპრილი 2024,   14:49
ვრცლად
თელავივის აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

თელავივის აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა. ინციდენტი ასაფრენ ბილიკზე მოხდა მაშინ, როდესაც ორივე ლაინერი ასაფრენად ემზადებოდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია ”ჯერმან ვინგსის” ლაინერი, მანევრირებისას, ისრაელის ავიაკომპანიის კუთვნილ ლაინერს დაეჯახა.

ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურმა მგზავრების ევაკუაცია მოახდინა. მომხდარის გამო ბენ გურიონის აეროპორტმა რამდენიმე ფრენა გადადო. დაზიანებული ლაინერების მგზავრები კი ბერლინში და რომში სხვა რეისებით გაემგზავრებიან.

დღის ამბები