13 ივლისი 2024,   20:37
ვრცლად
"პატარა ბავშვებივით დასვეს ძალიან გამოცდილი არქიტექტორები და თითი უქნიეს"-გენგეგმის ავტორებმა შესაძლოა კახი კალაძეს სასამართლოში უჩივლონ

„სითი ინსტიტუტში“ არ გამორიცხავენ, რომ თბილისის მერიას სასამართლოში უჩივლონ. საუბარია გენგეგმის ირგვლივ გამოთქმულ ურთიერთბრალდებებზე. დღეს კახი კალაძემ არ გამორიცხა, რომ „სითი ინსტიტუტი“ ამ დოკუმენტის მომზადებაში ჩაანაცვლოს სხვა ჯგუფმა. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენერალური დირექტორი მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ თუკი მერია დოკუმენტს დაიწუნებს, მაშინ დავა გადაინაცვლებს სასამართლოში.

„ჩვენ მზად ვართ პრეზენტაცია ვანახოთ და ამისთვის ხვალ ვიწვევთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში  მერიის წარმომადგენლებს. ძალიან კარგი იქნება თუ ბატონი კახაც მობრძანდება. დიდი სიამოვნებით ჩვენ ჩვენს პასუხებს შევთავაზებთ იმ კითხვებზე, რომელიც არის. თუ მიგვაჩნია, რომ მართლები ვართ და ესეც მიგვაჩნია მაშინ იქნება სასამართლო დავაც. ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი. ეს არავის პოლიტიკური დოკუმენტი არ არის. ეს არის ზეპარტიული დოკუმენტი და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს სრულიად საჭირო არის ქალაქისათვის და მნიშვნელოვანი არის. შეურაცხმყოფელი იყო ის რაც ჩვენ დავინახეთ. პატარა ბავშვებივით, რომ დასვეს ძალიან მხცოვანი და გამოცდილი არქიტექტორები და თითი უქნიეს,“-განაცხადა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ.

გენერალური გეგმა კახა კალაძემ დღეს პარლამენტში მხოლოდ უმრავლესობის წევრებთან ერთად განიხილა. შეხვედრას არ დასწრებია არც ოპოზიცია და არც დოკუმენტის ავტორები. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ დოკუმენტზე გადაწყვეტილებას  მერია ორშაბათს მიიღებს. მან ასევ აღნიშნა, რომ პარლამენტში შეხვედრაზე მიუხედავად მოწვევისა, ოპოზიცია არ მივიდა.

დღის ამბები