20 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
„პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადება მიმართული იყო პოზიტიური წინსვლისკენ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობებში,“ - გრიგორი კარასინი

„პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადება მიმართული იყო კონსტრუქციული და პოზიტიური წინსვლისკენ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობებში,“ - ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ღია წერილთან  დაკავშირებით გააკეთა.

საქართველოს პრემიერმა ღია წერილით რუსეთის ხელისუფლებას, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების პროცესში მიმართა.

კარასინმა ასევე კომენტარი გააკეთა, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

„პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადება მიმართული იყო კონსტრუქციული და პოზიტიური წინსვლისკენ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობებში. ახალი გზების ძიებისკენ ჟენევის დისკუსიებში. შევაფასეთ, რამდენად რისკის შემცველია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული განცხადება, რომელმაც კვირიკაშვილის მიმართვის დეზავუირება მოახდინა და შეიძლება მოფიქრება, როგორ უნდა მოხვდეს ჟენევის დისკუსიის რეფორმირება. შეიძლება ტექსტს დათანხმდე ან არ დათანხმდე, მაგრამ ეს ორი თვე უნდა დავფიქრდეთ,“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

დღის ამბები