20 აპრილი 2024,   10:24
ვრცლად
მრავლობითი სისხლჩაქცევები, დაზიანებული თვალი - მოზარდის მდგომარეობა, რომელზეც ლიფტში იძალადეს, სტაბილურია

13 წლის მოზარდს, რომელზეც, ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში 22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქემ ლიფტში იძალადა, ტომოგრაფიული კვლევა უტარდება. სწორედ ამის შემდეგ, ექიმებისთვის უფრო ზუსტად გახდება ცნობილი, თუ რა სახის დაზიანებები აქვს მოზარდს მიყენებული.  

მედიკოსები აღნიშნავენ, რომ მოზარდს მრავლობითი სისხლჩაქცევა აღენიშნება და ასევე მას თვალი აქვს დაზიანებული. მათვე განცხადებით,  თუკი 13 წლის ბიჭის ტრანსპორტირება საფრთხეს არ შეიცავს, მოზარდს თვალის კლინიკაში გადაიყვანენ. მოზარდს ასევე გარკვეული სახის დაზიანება აქვს ელენთასთან და აღენიშნება ტვინის შერყევა.

„13 წლის ვაჟი შემოიყვანეს 112-ის მიერ მრავლობითი დაზიანებით, უპირატესად თავის, სახისა და კისრის არეში. ამ ეტაპზე სტაბილურია მდგომარეობა, მაგრამ მიმდინარეობს კვლევები და კონსულტაციები,“ - ამბობს ექიმი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღძრა. 

შეგახსენებთ, რომ სკოლის მოსწავლეზე ძალადობის ბრალდებით თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. 22 წლის უცხოელმა მერვე კლასელზე ლიფტში იძალადა. შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

 

დღის ამბები