24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
13 წლის მოზარდს, რომელზეც ლიფტში იძალადეს მხედველობის პრობლემები შეექმნა

13 წლის მოზარდს, რომელსაც ლიფტში თავს დაესხნენ, ქირურგიული ოპერაცია ამ ეტაპისთვის არ ესაჭიროება. ამის შესახებ განცხადება იაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა. ოთარ რუსაძის თქმით ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს და ამ ეტაპზე კლინიკა ამ დარგის სპეციალისტს ელოდებიან. სწორედ ის გადაწყვეტს ბავშვს დასჭირდება თუ არა თვალზე ოპერაცია.

„15 საათზე და 30 წუთზე იაშვილის კლინიკაში შემოვიდა ვაჟი, რომელსაც გახდა თავდასხმის მსხვერპლი. ლიფტში მას თავს დაესხა მამაკაცი ზრდასრული. მიაყენა ბლაგვი ტრავმა თვალების არეში. იყო ხრჩობა, თავის ტრავმა. ჩვენთან მოყვანისას ბავშვი იყო კონტაქტური. ბავშვს უჭირდა მზერა,“-განაცხადა ოთარ რუსაძემ.

13 წლის მოზარდს თავს თბილისის ცენტრში 22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე დაესხა. მან ბავშვზე ლიფტში იძალადა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა.  

დღის ამბები