20 ივლისი 2024,   01:51
ვრცლად
დაძაბული მოლაპარაკება - ოფიციალურმა თბილისმა ჟენევიდან რუსეთის მორიგი ულტიმატუმი მოისმინა

ჟენევის დისკუსიების 43-ე რაუნდის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ოფიციალურ თბილისს ულტიმატუმი წაუყენა - გადაწყვიტოს როგორ პოლიტიკას ირჩევს მოსკოვის მიმართ.

ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, სადაც ძალის გამოუყენებლობის შესახებ რუსეთის ინიციატივა არ გავიდა, სერგეი ლავროვის მოადგილემ ღიად თქვა, რომ პრემიერ-მინისტის მიმართვა მოსკოვში მოეწონათ.

დღევანდელი მოლაპარაკებები ისე დასრულდა, რომ მოსკოვმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთო განცხადება ვერ გაიტანა, თუმცა არც ქართული მხარის წინადადებას დათანხმდა, რომ არჩილ ტატაუნაშვილის მკვლელობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა რუსეთს აეღო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დროა, ჟენევის ფორმატის რეფორმირება დაიწყოს.

ქართული დელეგაცია კი ამტკიცებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ფორმატის ცვლილებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი უნიკალურია და ამ საკითხის გადახედვას არა მხოლოდ საქართველო, არამედ არც მოლაპარაკებების სხვა თანათავმჯდომარეები არ დათანხმდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები