26 აპრილი 2024,   12:33
ვრცლად
ტყუილად დახარჯული დრო და 2 მილიონი - კახა კალაძემ შესაძლოა გენგეგმის ავტორები შეცვალოს

რამდენიმეთვიანი შეუთანხმებლობისა და დაპირისპირების შემდეგ, თბილისი მერი არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა სპეციალისტების სხვა ჯგუფმა გააგრძელოს. საბოლოო გადაწყვეტილებას მერი ორშაბათს გაასაჯაროებს. კახი კალაძე უკვე აღარ მალავს რომ დოკუმენტის შინაარსით უკმაყოფილების გარდა, მის გაღიზიანებას ავტორთა ჯგუფიც იწვევს. ურბანისტები და არქიტექტორები, რომლებიც დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტზე ბოლო ორი წელია მუშაობენ, კახი კალაძემ დღეს რამდენჯერმე მკაცრად გააკრიტიკა. თბილისის მთავრობის სხდომა მერმა სწორედ "სითი ინსტიტუტზე" მწვავე განცხადებებით დაიწყო და გენგეგმის ავტორები არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ "სითი ინსტიტუტი" არ გამორიცხავს, რომ მერს სასამართლოში უჩივლოს.

გენგეგმასთან დაკავშირებით  გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კახა კალაძემ ბოლო შეხვედრა პარლამენტში გამართა. ამ შეხვედრას ოპოზიცია არ დასწრებია. თბილისის მერმა განმარტა, რომ მათ მოსვლა არ ისურვეს. ოპოზიციამ კი მერი ამ განცხადების გამო სიცრუეში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით მერისგან შეხვედრაზე მოწვევა არ მიუღიათ. 

იმ შემთხვევაში თუ გენგეგმაზე კახა კალაძის გადაწყვეტილებით მუშაობას სპეციალისტთა სხვა ჯგუფი დაიწყებს, გამოდის რომ თბილისის ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი ლარი და ორ წელზე მეტი დრო ტყუილად დაიხარჯა.

დღის ამბები