26 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
ტვინის შერყევა, სისხლჩაქცევები და დაზიანებული თვალი - მოზარდი, რომელზეც უცხოელმა იძალადა, საავადმყოფოში რჩება

13 წლის მოზარდს, აზერბაიჯანის მოქალაქე თავს მაშინ დაესხა, როცა არასრულწლოვანი ლიფტით სახლში, მე-10 სართულზე ადიოდა. 22 წლის მოძალადემ ლიფტი მე-8 სართულზე გააჩერა და ბავშვისთვის ფიზიკურად გასწორებას შეეცადა. ამ დროს ადგილობრივებმა არასრულწლოვანი ბიჭის ყვირილის ხმა გაიგეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მოზარდი ლიფტიდან კორპუსის მცხოვრებლებმა გამოიყვანეს. ბავშვს სახეზე სასტიკი ძალადობის კვალი ეტყობოდა.

აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა. სავარაუდოდ, ის 13 წლის მოზარდს საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან აედევნა.

დასისხლიანებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ტვინის შერყევასთან ერთად, მას მრავლობითი სისხლჩაქცევა თავის, სახისა და კისრის არეში აღენიშნება. განსაკუთრებით დაზიანებული აქვს მარჯვენა თვალი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები