26 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
წელიწადში 240 ათას და 144 ათას ლარზე მეტი - ოპოზიცია მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელების ხელფასებს აპროტესტებს 

20 ათას ლარზე მეტი თვეში და 240 ათას ლარზე მეტი წელიწადში - ეს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის ხელფასია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს თვეში 12 ათასი, წლის განმავლობაში კი 144 ათასი ლარი ხელფასის სახით ერიცხება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების შრომითი ანაზღაურება არაადეკვატურად მაღალია ამიტომ ოპოზიცია, კანონის გამკაცრების ინიციტივით გამოდის, რომ პრეზიდენტზე მაღალი ხელფასი ქვეყანაში არც ერთ თანამდებობის პირს არ ჰქონდეს.

ქვეყანაში ორი მარეგულირებელი კომისია მუშაობს. არც კომუნიკაციების კომისიაზე და არც სემეკ-ზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობა და შრომითი ანაზღაურების შესახებ ახალი კანონი არ ვრცელდება. უმრავლესობის ნაწილი თვლის, რომ მარეგულირებლების შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის წესს გადახედვა სჭირდება.

უმრავლესობის მეორე ნაწილი კი, მარეგულირებელი კომისიების თანამშრომლებისთვის ხელფასის დაკლებაში საფრთხეს ხედავს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტის ამ სფეროში ჩარევამ შესაძლოა კომისიებში კორუფციის რისკი გაზარდოს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

დღის ამბები