13 ივლისი 2024,   21:14
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს სხდომები შესაძლოა მედიისთვის და მესამე სექტორისთვის დაიხუროს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დახურულ სამუშაო რეჟიმში გადასვლას ცდილობს. საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი იმ მოტივით, რომ საბჭოს მუშაობაში ხელი ეშლება, უკვე მეორედ მოითხოვს, რომ სხდომები დახურული იყოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს სხდომების დასახურად ერთადერთი არგუმენტი აქვს. არ მოსწონს, რომ მწვავე დებატები სხდომათა დარბაზის კედლებს სცდება და სასამართლო სისტემის მმართველი რგოლის დაპირისპირებას, მთელი საქართველო უყურებს.

ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვერც მედია და ვერც არასამთავრობო სექტორი, რომლებსაც ისედაც შეზღუდული აქვთ დასწრების უფლება, საერთოდ ვერ მოიპოვებენ ინფორმაციას საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ. ახალი ინიციატივა, რომელსაც საბჭოს წევრების უმრავლესობა მდუმარე თანხმობით შეხვდა, იმ ფონზე გახმაურდა, რომ უკვე ერთი თვეა სხდომების ვიდეო ჩანაწერები შესაბამის საიტზე აღარ იტვირთება. სხდომების დახურვის ინიციატივას ამ ეტაპზე მხოლოდ ორი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ეწინააღმდეგებიან.

მოსამართლე მეთოფიშვილის ინიციატივის დამტკიცებას, 15 დან რვა წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები