24 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
კახა კალაძის გადაწყვეტილება და დაბნეული დეველოპერები-ლისის ტბაზე ყველა მშენებლობა შეჩერდება

ლისის ტბაზე ყველა მშენებლობა შეჩერდება. გადაწყვეტილება თბილისის მერმა მიიღო და მიზეზად ქაოტური მშენებლობის საფრთხე დაასახელა. ცვლილება არ შეეხება მხოლოდ იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომელთაც შენობისთვის საძირკველი უკვე გათხრილი აქვთ. ნაკვეთების მეპატრონეებს კი, ვინც ახლა გეგმავს აშენებას, შესაძლოა, ამის უფლება ჯერ აღარ მისცენ.

მერის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა იმ სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც ლისის ტბის მიმდებარედ დიდი ტერიტორია შეიძინეს და პროექტებიც უკვე დამტკიცებული და გასაყიდად გამოტანილი აქვთ. დეველოპერები თვლიან, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება დედაქალაქის განვითარებაში მონაწილე მსხვილი კომპანიების ჩართულობის გარეშე მიუღებელია.

მერიის გადაწვეტილება კერძო პირებსაც ეხებათ, მათ ვისაც ლისის ტბის ტერიტორიაზე საკუთარი სახლის აშენება სურთ. ცვლილება უარყოფითად იმოქმედებს მიწის ღირებულებაზეც. საბროკერო კომპანიებში ფიქრობენ, რომ ამის გამო ამ ტერიტორიაზე მიწის ყიდვის მოთხოვნა შემცირდება, ფასი დაეცემა ხოლო სხვა ალტერნატიულ ტერიტორიებზე მიწის საფასური მოიმატებს.

დღის ამბები