19 აპრილი 2024,   03:18
ვრცლად
"დევნილობის 9 წელიწადი" - 2008 წლის ომის შედეგებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი და წეროვანის დასახლებაში მცხოვრები მთავარი გმირები 

წეროვანში 2008 წლის ომის შედეგებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმს დიდ ბრიტანეთში დისკუსია უკვე მოჰყვა, ახლა კი "დევნილობის 9 წელიწადს" საქართველოში აფასებენ. თორნიკე კოპლატაძის სადებიუტო ფილმში მთავარი გმირები წეროვანის დასახლებაში მცხოვრები მოზარდები არიან.

ფილმის რეჟისორი თორნიკე კოპლატაძეა. მისი ფილმი არ არის პოლიტიკაზე, არც ომის ისტორიაზე. ეს არის ფილმი დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდების ყოველდღიურობაზე, იმაზე თუ როგორ მოახერხეს დევნილებმა ახალ გარემოსთან შეგუება და ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება.

ფილმს წეროვანის დასახლებასა და დევნილთა ყოველდღიურობაზე საერთაშორისო ფესტივალებზეც შეაფასებენ.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი. 

დღის ამბები