05 მაისი 2024,   01:02
ვრცლად
ხანძარი ბათუმში - ცეცხლი ქსოვილების მაღაზიას გაუჩნდა 

ხანძარი ბათუმში - ცეცხლი გორგილაძის ქუჩაზე, ქსოვილების მაღაზიას გაუჩნდა. 

როგორც „რუსთავი2“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიში განუცხადეს ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მაღაზიის ტერიტორიაზე დამწვარია 18 კვ. მეტრი ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები