08 დეკემბერი 2024,   11:19
ვრცლად
არის დაჯგუფება, რომელიც მართავს პარლამენტს - საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, შოთა შალელაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრი  შოთა შალელაშვილი, მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება. მიმდინარე პროცესებზე დეპუტატი "კურიერთან" საუბრობს. 

შალელაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას იღებენ პარლამენტის თავმჯდომარე, მოადგილეები, პარტიის ლიდერები და შემდეგ ეს გადაწყვეტილებები დეპუტატების დონეზე ჩამოდის. ​შალელაშვილი არ უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ ძველი ფორმაციის წარმომადგენლებსა და ახალ სახეებს შორის დაპირისპირება არსებობს და უკმაყოფილება დიდია.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდის რიგები გედი ფოფხაძის მსგავსად სხვა დეპუტატებმაც დატოვონ.

„ბატონი გედევანის უკმაყოფილება არ არის გამოწვეული ერთი რაღაცით, განზოგადოებული თემით, ალბათ, დაგროვილია. ვცდილობთ გუნდის შიგნით, ეს ყველაფერი როგორმე იქნეს აღმოფხვრილი,“ - განაცხადა შალელაშვილმა.

შოთა შალელაშვილი პარლამენტში არსებულ დაჯგუფებაზეც საუბრობს, რომლებიც გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებენ და ამ დაჯგუფების წევრებად კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძეს ასახელებს.

„მთავარი პრობლემა ის არის „ქართული ოცნების“ გუნდში, რომ უმრავლესობის დეპუტატები უფუნქციოდ დარჩნენ. არის დაჯგუფება, რომელიც მართავს პარლამენტს და რატომღაც გადაწყვეტილებები მიიღება ერთპიროვნულად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი კომუნიკაციაა დეპუტატებთან საჭირო და გადანაწილება ფუნქციების, რომ არ იყოს წყენის და განხეთქილების მიზეზი,“ - განაცხადა შალელაშვილმა.

დღის ამბები