სენაკში, ნოქალაქევის ციხეგოჯის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული "ეგრისობა 2026" მიმდინარეობს.
ისტორიულ ადგილზე ეთნოგრაფიული კუთხეები, აგროპროდუქტები და ხალხური რეწვის ნიმუშებია წარმოდგენილი.
ღონისძიება ტრადიციულად საპატიო სენაკელების დაჯილდოებითა და ანსამბლ "ქართული ხმების" კონცერტით დასრულდება.