19 ივლისი 2024,   02:46
ვრცლად
ხელოვნების სასახლის კოლექციას ახალი ექსპონატები შეემატა

ხელოვნების სასახლის კოლექციას ახალი ექსპონატები შეემატა. ოთხი უკვე ისტორიული ფოტოაპარატი, მუზეუმს ახალგაზრდა ქართველმა ხელოვანმა გადასცა.

ლუმიერის იშვიათი ფოტოაპარატი გიორგი ვარსიმაშვილმა პარიზში სწავლისას აღმოაჩინა. აუქციონზე, როგორც თვითონ ამბობს, ფოტოაპარატისთვის წარმოუდგენელ ფასად შეიძინა. სავარაუდოდ, 1936 წელს გამოშვებული ლუმიერი, კამერა ობსკურა და კიდევ ორი გერმანული ფოტოაპარატი გიორგი ვარსიმაშვილმა ხელოვნების სასახლეს გადასცა.

კოლექციას დამთვალიერებელი პირველად გაეცნობა. ექსპოზიცია ყველა იმ კამერას გააერთიანებს, რომელიც უკვე წლებია ხელოვნების სასახლეში ინახება და კოლექციას, სულ რამდენიმე დღის წინ შეემატა. გამოფენა კი ქართული კინოს 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ხელოვნების სასახლე ქართული კინოს ექსპოზიციისთვის ემზადება. დამთვალიერებელი პირველად ნახავს იმ უნიკალურ ნივთებს, სურათებსა და დოკუმენტებს, რომელიც დღეს უკვე ქართული კინოს ისტორიის ნაწილია.

 

 

 

 

 

დღის ამბები