24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა - თანხა მორაგბე საბა მაღლაკელიძის მკურნალობას მოხმარდება

მორაგბეების ინიციატივით, ამ წუთებში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. გამოფენიდან შემოსული თანხა ქუთაისის მორაგბეთა კლუბ "არესი"-ის წევრის, საბა მაღლაკელიძის მკურნალობას მოხმარდება.

20 წლის მორაგბეს ლეიკემია აქვს და მას თურქეთში გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება.

აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გამოფენაზე გამოტანილია მორაგბეთა ეკიპირება, სხვადასხვა კლუბისა და ეროვნული ნაკრების მაისურები.

დღის ამბები