24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
Facebook ადასტურებს, რომ „კემბრიჯ ანალიტიკას” საკონსულტაციო ფირმამ ორ მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემი უკანონოდ მოიპოვა

Facebook ადასტურებს, რომ „კემბრიჯ ანალიტიკას” საკონსულტაციო ფირმამ ორი მილიონ 700 ათასი ევროპელი მომხმარებლის პირადი მონაცემი უკანონოდ მოიპოვა. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ ევროკომისიას გადაუგზავნა.

ევროკომისია Facebook-სგან მონაცემთა ბაზის გაჟონვის ფაქტთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.

ორგანიზაცია მარკ ცუკერბერგის კომპანიას მომხმარებელთა პირადი მონაცემების არასათანადო დაცვაში ადანაშაულებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების სუსტი სისტემის გამო დაინტერესებულ პირებს მომხმარებლების აზრით მანიპულირება გაუმარტივდათ.

„კემბრიჯ ანალიტიკას“ სკანდალის გამო Facebook-მა ბოლო 10 დღეში 100 მილიონი დოლარი იზარალა.

დღის ამბები