25 აპრილი 2024,   01:40
ვრცლად
სოლიდარობის აქცია თბილისში - სამართალდამცავებმა 5 აქტივისტი დააკავეს

სოლიდარობის აქცია თბილისში - სამართალდამცავებმა 5 აქტივისტი დააკავეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის 5 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამის უფლება მათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმაც არ მისცეს, რაც სამართალდამცავებთან შელაპარაკებაში გადაიზარდა.

დაკავებულები ამ ეტაპზე პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

პარლამენტის წინ "აუდიტორია 115"-ის მიერ ორგანიზებული სოლიდარობის აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შემდგომ აქციას ოთხშაბათს გამართავენ.

აქციის მონაწილეებმა მინდელის მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვეს, მათ შორის, ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის.

აქციის მონაწილეები შრომითი უსაფრთხოების კანონის გამკაცრებას ითხოვდნენ.

მინდელის შახტში ტრაგიკული შემთხვევა გუშინ მოხდა და 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები