20 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
ტრაგედია ტყიბულში და ოპოზიციური პარტიების გაერთიანების აუცილებლობა - მიხეილ სააკაშვილი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ტყიბულის ტრაგედიას ეხმაურება და ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია და დამატებითი ხარჯების გამოყოფა არ უნდა დაენანოთ.

„ხდება  დიდი უბედურება, გუშინ დაგვეღუპა კიდევ მეშახტეები, მაღაროელები ტყიბულში, იმიტომ, რომ 50 ლარი თვეში დამატებით ენანებათ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როცა ამ ხეების და ათასგვარ აკვიატებაზე იხარჯება წარმოუდგენელი რაოდენობის ფული,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ, ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად.

„ივანიშვილი არის საქართველოს მტერი და საქართველო არის განადგურების საფრთხის წინაშე. ამიტომ, მე მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც არ გაიყიდა, სანამ დროა, გავერთიანდეთ, გადავდოთ გვერდზე ყველა განსხვავებები, ჩვენ გამოგვივა დიდი ცვლილებების მოხდენა უკვე წელს და საქართველოს დახსნა დაცლისგან, განადგურებისგან, რუკიდან გაქრობისგან იმიტომ, რომ ამის საფრთხე რეალურია, ასეთი დიდი საფრთხე ძალიან დიდი ხანია, საქართველოს წინაშე არ ყოფილა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ენმ-ის ლიდერმა ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ საფრთხეებზეც ისაუბრა, რომელსაც ხეების გადატანა იწვევს.

„საქართველოში დიდი ეკოლოგიური უბედურება ხდება. ივანიშვილი ამას აკეთებს თავის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მას უნდა თავის ჯანმრთელობა სხვა ქართველების ჯანმრთელობის ხარჯზე. ისევე, როგორც მან შემოღობა ახალ-ახალი მიწები საქართველოში, ის და მისი ოჯახი იგდებს ახალ-ახალ ქონებებს უფასოდ ყველა სხვა ქართველის ხარჯზე,“ - განაცხადა სააკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები