20 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
ხაშურის მერს თანამშრომელი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

სექსუალურ შევიწროვებაში კიდევ ერთ საჯარო მოხელეს ადანაშაულებენ - ხაშურის მერის მხრიდან ძალადობის შესახებ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალმა განაცხადა. ის საკუთარი ბრალდებების შესახებ პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერისთვის გაგზავნილ წერილებში წერს.

საჯარო მოხელე ამტკიცებს, რომ ხაშური მერი, გიორგი გურასპაშვილი მასზე ავტომობილში ძალადობდა. ქვეყნის პირველი პირების სახელზე გაგზავნილ წერილში სექსუალური შევიწროვების სავარუდო მსხვერპლი წერს, რომ ხაშურის მერის ქმედებებს რამდენიმე მოწმე ჰყავს, ისინი, ვინც დანაშაულის ჩადენის მომენტში, მანქანაში ისხდნენ. მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარე, ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი და მერიის ტელეოპერატორი. 

მძიმე ბრალდებებს ხაშურის მერი ბრალდებებით პასუხობს და ამბობს, რომ დავას სასამართლოში ცილისწამებისთვის თავადაც აპირებს.

გამოძიების დასრულებამდე ხაშურის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს არასამთავრობო სექტორი. 

სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავს. ამის მიუხედავად, უწყებამ მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე დაიწყო ფაქტის შესწავლა. გამოკითხვაზე ხაშურის მერს, სავარაუდოდ, სამშაბათს დაიბარებენ.

ავტორი: იზო ჩუბინიძე, ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები