19 ივლისი 2024,   02:49
ვრცლად
პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი  არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად დღეს ჩავა. 

ვიზიტის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ურთიერთობის გაღრმავებაა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 10 -11 აპრილს გაიმართება, გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს გამართავს აბუ დაბიში ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანთან და დუბაიში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან, გვირგვინით შეამკობს ვაჰად ალ კარამას სამხედრო მემორიალს და ემირატების სტრატეგიული კვლევების ცენტრში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროების პარტნიორობისა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე საჯარო ლექციას წაიკითხავს.

დღის ამბები