05 მაისი 2024,   14:14
ვრცლად
15 000 დოლარის გამოძალვა მუქარით - სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1982 წელს დაბადებული ბ.მ., ზესტაფონში აიყვანეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წელს, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან, ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულ - 1984 წელს დაბადებულ ნ.ქ.-სთან ერთად, ზესტაფონში ერთ-ერთი მოქალაქე ხელკეტით სცემეს. ისინი მოქალაქეს ქურდული გარჩევის გზით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და მუქარით, 15 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხას უკანონოდ სძალავდნენ.

სამართალდამცველებმა ნ.ქ. მიმდინარე წლის თებერვალში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და126-ე მუხლებით, გამოძალვის და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები