18 მაისი 2024,   22:01
ვრცლად
მინდა, მივულოცო ყველას, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - ირაკლი ჩიქოვანი

თავდაცვის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაესწრო.

ირაკლი ჩიქოვანმა ადგილობრივებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, ზუგდიდელებს თანადგომა გამოუცხადა და თქვა, რომ ნებისმიერი პოზიციიდან, ზუგდიდის და ზუგდიდელების მხარდამჭერი იქნება.

ვიცეპრემიერი, სააღდგომო ლიტურგიას, სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად ესწრებოდა. სადღესასწაულო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა.

"დღეს უდიდესი მართლმადიდებლური დღესასწაულია. მინდა, მივულოცო ყველას, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვუსურვო მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, გამთლიანება და ჩვენ ყველამ ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს მთავარ ღირებულებებს - მამულს, ენას, სარწმუნოებას. ქრისტე აღდგა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები