23 აპრილი 2024,   14:40
ვრცლად
მეიდანზე „მაჭახელა“ იწვის

ძლიერი ხანძარია თბილისის ცენტრში. მეიდანზე რესტორანი „მაჭახელა“ იწვის. ცეცხლის გაძლიერებას ქარიც ხელს უწყობს. როგორც ცნობილია, ხანძარი რესტორნის მესამე სართულზე გაჩნდა. 

რესტორნიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლის გაჩენის დროს „მაჭახელაში“ ხალხი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური. ცეცხლის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. 

 

დღის ამბები